გადამზიდი/დისტრიბუტორი- ქუთაისი
კომპანია "იფქლი" ქართულ ბაზარზე 1993 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და გემრიელ პურ-ფუნთუშეულს. დღესდღეობით, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციით თბილისი, კახეთი, გორი, რუსთავი, მცხეთა, ქუთაისი და ბათუმი მარაგდება.
კომპანია "იფქლი" აცხადებს ვაკანსიებს გადამზიდი/დისტრიბუტორის პოზიციაზე: ქუთაისიდან - სამტრედიაში, აჭარაში, გურიასა და ზესტაფონში.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქუთაისი.
- აუცილებელი მოთხოვნა: C კატეგორიის მართვის მოწმობა - გადამზიდის პოზიციაზე.
- დისტრიბუტორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებული.
- გაყიდვების წარმოების უნარი.
- სწრაფი ათვისების უნარი.
- კომუნიკაბელური.