Full-Stack დეველოპერი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია ILARIA ეძებს Full-Stack დეველოპერს პარტნიორი კომპანიისთვის:
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ვეძებთ Full-Stack დეველოპერს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის პროგრამული სისტემების განვითარებასა და მხარდაჭერაში. პოზიცია მოიცავს როგორც Backend, ასევე Frontend მიმართულებით მუშაობას, ახალი ფუნქციონალის შექმნას, არსებული სისტემების გაუმჯობესებასა და ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- REST API-ების განვითარება და მხარდაჭერა Python / Django ტექნოლოგიების გამოყენებით;
- ვებ-ინტერფეისის შემუშავება React-ისა და TypeScript-ის გამოყენებით;
- PostgreSQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და მოთხოვნების ოპტიმიზაცია;
- გარე სისტემებთან ინტეგრაციების განხორციელება და XML მონაცემების დამუშავება;
- Docker-ის გამოყენებით აპლიკაციების კონტეინერიზაცია და გაშვება;
- პროგრამული შეცდომების (Bugs) აღმოჩენა და გამოსწორება;
- Git-ის გამოყენებით კოდის მართვა და გუნდურ პროექტებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- Python და Django Framework-ის პრაქტიკული ცოდნა;
- React-ისა და TypeScript-ის გამოყენებით მუშაობის გამოცდილება;
- PostgreSQL / SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- REST API-ების შექმნისა და ინტეგრაციების გამოცდილება;
- Docker-ის გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება;
- XML მონაცემების დამუშავების ცოდნა;
- Git-ის ცოდნა და გუნდურ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი უპირატესობები:
- Celery-ისა და Redis-ის გამოყენების გამოცდილება;
- მრავალროლიანი წვდომის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- საბაჟო, ლოჯისტიკის ან ფინტექ სფეროში მუშაობის გამოცდილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემ(ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.