Full-Stack დეველოპერი — Geosafety

Geosafety — ლოგო
Geosafety

Full-Stack დეველოპერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "GeoSafety" არის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ მომსახურებას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. იგი მიზნად ისახავს მთლიანი ქვეყნის მასშტაბით მოემსახუროს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროს, შეაფასოს მათი შრომითი პროცესები, გაანალიზოს რისკები და შესთავაზოს ინდივიდუალური, მათზე მორგებული გადაწვეტილებები.

შპს "GeoSafety" აცხადებს ვაკანსიას Full-Stack Developer-ის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:30-დან 18:00-მდე;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;

ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით.

კომპანიის მიზანია შიდა პროცესების გაციფრულება, ობიექტების შემოწმების ანგარიშების ავტომატიზაცია, ტასკების მართვის, ფინანსური ანალიზისა და ოპერაციების გამარტივების თანამედროვე სისტემის შექმნა.

ვეძებთ პროგრამისტს, რომელიც შეძლებს კომპანიისთვის შიდა ვებ-პლატფორმის განვითარებას და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის შიდა მართვის სისტემის შექმნა და განვითარება;
  • ობიექტების, კლიენტების, თანამშრომლებისა და ვიზიტების მართვის მოდულის აწყობა;
  • ტასკ მენეჯმენტის სისტემის შექმნა თანამშრომლებისთვის და მენეჯერებისთვის;
  • რისკების შეფასების დოკუმენტების, ინსპექტირების რეპორტებისა და ტექნიკური საჭიროებების მონაცემთა ბაზაში გადატანა;
  • ავტომატური სტატისტიკისა და ანალიტიკური დაფების შექმნა;
  • გაყიდვების მენეჯერისთვის საჭირო ინფორმაციის ავტომატური გენერირება;
  • ფინანსური მონაცემების, შემოსავლების, ხარჯებისა და KPI-ების ანალიზის მოდულის შექმნა;
  • მომხმარებლისთვის მარტივი, სწრაფი და თანამედროვე ინტერფეისის აწყობა;
  • არსებული პროცესების შესწავლა და ტექნიკური გადაწყვეტების შეთავაზება;
  • სისტემის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

კანდიდატს უნდა ჰქონდეს გამოცდილება შემდეგ ტექნოლოგიებთან:

  • TypeScript;
  • React;
  • Next.js;
  • PostgreSQL / SQL;
  • Tailwind CSS;
  • Git.

უპირატესობად ჩაითვლება შემდეგი მიმართულებები:

  • Supabase, Firebase ან მსგავსი BaaS პლატფორმები;
  • REST API-ებთან მუშაობა;
  • React Query ან SWR;
  • მონაცემთა ბაზის სტრუქტურის დაგეგმვა;
  • Dashboard-ების და ანალიტიკური გვერდების შექმნა;
  • CRM, ERP ან Task Management ტიპის სისტემებზე მუშაობის გამოცდილება;
  • რუკების ინტეგრაციებთან მუშაობის გამოცდილება;
  • რეალურ დროში ფუნქციების აწყობა, მაგალითად live status, notifications, realtime updates;
  • დოკუმენტების ავტომატური დამუშავების ან AI ინტეგრაციების გამოცდილება;
  • რეპორტების გენერაცია PDF/Excel ფორმატში;
  • როლებისა და უფლებების მართვის სისტემის აწყობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დამოუკიდებლად ფიქრობს და სთავაზობს კომპანიას ტექნიკურ გადაწყვეტებს;
  • შეუძლია ბიზნეს პროცესის გაგება და მისი პროგრამულად გამარტივება;
  • პასუხისმგებლობით ეკიდება ვადებს და ხარისხს;
  • შეუძლია გრძელვადიანად კომპანიის შიდა სისტემის განვითარება;
  • დაინტერესებულია არა მხოლოდ კოდის წერით, არამედ რეალური ბიზნეს პრობლემების გადაჭრით.

რას გთავაზობთ?

  • რეალურ ბიზნესზე მორგებულ საინტერესო პროექტს;
  • შიდა სისტემის ნულიდან შექმნის შესაძლებლობას;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივას;
  • განვითარების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობას;
  • მოქნილ სამუშაო პირობებს შეთანხმებით;
  • ანაზღაურებას გამოცდილებისა და შედეგის მიხედვით.

კომპანია "Geo Safety"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "Geo Safety"-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.