ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის სპეციალისტი
საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.
საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის სპეციალისტის (AML) პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-14:00
ანაზღაურება: 1700 ლარი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების მიხედვით კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- კონტრაჰენტებიდან "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონით მოთხოვნილი ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
- ეროვნული ბანკის ზედამხედველობის განყოფილებასთან უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაციის და ანგარიშგების დროულად წარდგენა;
- კომპანიის შესაბამისი მეთოდოლოგიის და ბიზნეს პროცესების მუდმივი განახლება და მონიტორინგი;
- კომპანიის თანამშრომლების დატრენინგება ამ კუთხით და ახალი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
- საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში კანონით განსაზღვრული ინფორმაციის დროული მიწოდება;
- გარკვეული პერიოდულობით დირექტორთან სხვადასხვა ტიპის ანგარიშების წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, უპირატესობად ჩაითვლება სამართალმცოდნეობის მიმართულება;
- აუცილებელია ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით 1-2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა;
- პუნქტუალურობა.
მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.