ფსიქოთერაპევტი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ფსიქოთერაპევტის პოზიციაზე ტკივილის მართვის ცენტრში.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი;
- ფსიქოთერაპიული მუშაობის გამოცდილება;
- გერმანული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა);
- ეთიკური სტანდარტების დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო მომზადებას და პროფესიულ განვითარებას: შერჩეული კანდიდატი გაემგზავრება ევროპის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში ტკივილის მართვის პაციენტებთან მუშაობის ფსიქოთერაპიული ასპექტებისა და წამყვანი მეთოდოლოგიების შესასწავლად;
- უნიკალური პრაქტიკული გამოცდილების მიღებას: შერჩეული კანდიდატი იმუშავებს სპეციფიკური პროფილის (ქრონიკული ტკივილის მქონე) პაციენტებთან ფსიქოთერაპიული მიმართულებით.
პიროვნული თვისებები:
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გულისხმიერება, თავაზიანობა;
- ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის პრინციპების დაცვა;
24.07.2026-მდე
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.