ფსიქოლოგი- ქუთაისი, ხონი, ზესტაფონი — SOS ბავშვთა სოფელი

SOS ბავშვთა სოფელი — ლოგო
SOS ბავშვთა სოფელი

ფსიქოლოგი- ქუთაისი, ხონი, ზესტაფონი

შეთანხმებით ახალი ქუთაისი, ხონი, ზესტაფონი · ადგილზე სრული განაკვეთი
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" ქუთაისის მცირე საოჯახო სახლების პროექტის ფარგლებში, აცხადებს ფსიქოლოგის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ხონი, ზესტაფონი
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ბენეფიციარების ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
** ფსიქოლოგიური საჭიროებების მიხედვით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში შესაბამისი ღონისძიებების ასახვა და შესრულების მონიტორინგი;
** აღმზრდელების მხარდაჭერა ინდივიდუალური მომსახურების გეგმების შედგენისა და განხორციელების პროცესში;
** საჭიროების მიხედვით, ბენეფიციარ ბავშვებთან ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების ორგანიზება;
** ხატვის, მუსიკისა და თამაშის თერაპიის საშუალებით, ბავშვებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც ესაჭიროება ბენეფიციარებს მათი სრულფასოვანი ფსიქო-სოციალური ფუნქციონირებისათვის;
** აღმზრდელებთან ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების ჩატარება (განსაკუთრებულად რთული შემთხვევების გამოკვეთისას, უზრუნველყოს კომპეტენტურ ფსიქო-თერაპევტთან გადამისამართება);
** აღმზრდელებთან ერთად შემთხვევების განხილვა;
** სხვადასხვა ღონისძიების (შემეცნებითი და გასართობი) დაგეგმვა და ორგანიზება, ბენეფიციარების აქტიური ჩართულობით, რომელშიც ბავშვთან ერთად შეძლებისდაგვარად აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის წევრები;
** ბენეფიციარების ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღებაში ხელის შეწყობა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება მოთხოვნილი წესითა და სიხშირით.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის კვალიფიკაციით
** ბავშვებთან და ოჯახებთან ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება
** წერითი უნარ-ჩვევები
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
** კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.