ფსიქოლოგი
"თბილისის საერთაშორისო სკოლა" აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ზურგოვანი, თავისუფლების ქუჩა 10
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი, 09:00-17:00
დასვენების დღეები: შაბათ-კვირა და ოფიციალური უქმე დღეები.
ძირითადი მოვალეობები:
მოსწავლეთა მხარდაჭერა და ინდივიდუალური/ჯგუფური მუშაობა:
- ბავშვების მენტალური ჯანმრთელობის, სწავლისა და ქცევის შემოწმება/შეფასება აკადემიური, სოციალური და ემოციური წარმატების ხელშესაწყობად
- მოზარდთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობის, სასწავლო მოტივაციის ამაღლების, თანატოლთა შორის თვითდამკვიდრებისა და სკოლასთან ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა
- ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების ჩატარება მოსწავლეებისათვის პოზიტიური ქცევის გაუმჯობესების მიზნით (ბრაზის მართვა, პრობლემის აღიარება, კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრა)
- ქცევაში დარღვევების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა და შესაბამისი ფსიქოლოგიური რეკომენდაციების გაცემა
კვლევა, ანალიზი და აკადემიური მხარდაჭერა:
- მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დაბალი მოსწრების მიზეზების გარკვევა და სათანადო ჩარევის სქემის დაგეგმვა
- პედაგოგიური ფსიქოლოგიის თეორიის, განათლების პოლიტიკის საკითხებისა და სკოლის კულტურის სისტემური ანალიზის საფუძველზე სწავლის სირთულეების კვლევა
- ფსიქოლოგიური კვლევების წარმოება სასკოლო ფსიქოლოგიური კლიმატისა და მოსწავლეთა ურთიერთდამოკიდებულებების შესასწავლად
ინკლუზიური განათლება და მრავალფეროვნება:
- განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეების იდენტიფიცირება და მათი მხარდაჭერა
- კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) შედგენაში
- ინსტრუქციების შემუშავება სასწავლო პროცესის მრავალფეროვან ჯგუფებზე მოსარგებად
თანამშრომლობა და სასკოლო კლიმატი:
- მჭიდრო და ძლიერი კავშირის ჩამოყალიბება ოჯახსა და სკოლას (ადმინისტრაცია, მასწავლებლები, სხვა პროფესიონალები) შორის
- მშობლების ინფორმირება შვილების სწავლისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებზე, მათგან უკუკავშირის მიღება და ერთობლივი სტრატეგიების დაგეგმვა
- მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ხელშეწყობა საჭირო უნარების განსავითარებლად
- დაცული, პოზიტიური სასკოლო კლიმატის შექმნაში მონაწილეობა, ბულინგისა და ძალადობის სხვა ფორმების პრევენციის უზრუნველყოფა
ადმინისტრაციული ფუნქციები და ანგარიშგება:
- სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა უფლებამოსილების ფარგლებში წლიური სამუშაო გეგმის შემუშავება
- სასწავლო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენა სკოლის დირექტორისთვის
- სკოლის დირექტორის ცალკეული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში (უპირატესობად ჩაითვლება მაგისტრის ხარისხი ბავშვთა, სასკოლო ან განათლების ფსიქოლოგიაში)
- სასკოლო გარემოში ან ბავშვებთან/მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
- ინკლუზიური განათლების პრინციპებისა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) შემუშავების პროცესის ცოდნა
- საერთაშორისო სასკოლო გარემოს გათვალისწინებით, სასურველია ინგლისური ენის ფლობა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, კრიზისული სიტუაციების მართვის, ემპათიისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას თანამედროვე, საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოში
- მხარდამჭერ და გუნდურ ორგანიზაციულ კულტურას
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით)
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31.07.2026
შენიშვნა: შპს "თბილისის საერთაშორისო სკოლა" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის კონკურსისთვის.