ფსიქოლოგი — სკოლა ალბიონი

სკოლა ალბიონი

ფსიქოლოგი

₾1100 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სკოლა "ალბიონში" გვესაჭიროება ფსიქოლოგი.

სკოლის ფსიქოლოგის სამუშაო აღწერილობა:

  • სკოლის ფსიქოლოგი წარმოადგენს უმაღლესი ფსიქოლოგიური განათლების პირს, რომლის კვალიფიკაციაც შესაძლებლობას იძლევა დაეხმაროს მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, ადმინისტრაციას, სასკოლო სივრცეში წამოჭრილი მოსწავლის - შემეცნებითი, პიროვნული ემოციური, ქცევითი, სოციალური და სხვა პრობლემების და საჭიროებების გათვალისწინებასა და მოგვარებაში.
  • საჭიროების შემთხვევაში ახდენს პრობლემის დროულ და ადეკვატურ რეფერირებას.
  • ჩატარებული სამუშაოს შესახებ წარუდგენს ანგარიშს სკოლის დირექტორს წელიწადში ორჯერ.

სკოლის ფსიქოლოგის მუშაობის მიმართულებები:

  • სასკოლო გარემოში არსებული ფსიქო სოციალური პრობლემების იდენტიფიკაცია, შეფასება და ანალიზი.
  • ფსიქოლოგიური კონსულტაცია.
  • მოსწავლეებთან საკორექციო და განმავითარებელი საქმიანობა.
  • სკოლასა და კლასთან მოსწავლის სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
  • პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული სამუშაოს დაგეგმვა და წარმოება.
  • ფსიქო პედაგოგიური საგანმანათლებლო საქმიანობა (სემინარები, ტრენინგები, დისკუსიები და შეხვედრები).
  • ცხოვრების ჯანსაღ წესზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვა.
  • მედიაცია და კონფლიქტების მართვა - სკოლის ფსიქოლოგი მომართვის საფუძველზე თანამშრომლობს კონფლიქტის მხარეებთან და ასრულებს მედიატორის როლს, კონფლიქტის დარეგულირებაში.
  • მოსწავლის ანტისოციალური ქცევის პრევენცია და მართვა.
  • ბულინგისა და ძალადობის სხვა ფორმების პრევენცია.
  • სკოლაში ინკლუზიური პრინციპების დანერგვაში მასწავლებლების დახმარება.
  • პირადი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა.
  • ცალკეული მოსწავლის ან კლასების სასაუბრო წრეები და სამუშაო ჯგუფები (მაგ. კონფლიქტებთან კონსტრუქციული მიდგომა, კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავება).
  • მშობელთა შეკრებები აქტუალურ თემებზე და სასაუბრო წრეები (მაგ. მედიააღზრდა, კონფლიქტებთან გამკლავება, დამოუკიდებლობის განვითარება, მოზარდთა ასაკობრივი თავისებურებები, დახმარება სწავლაში და სხვა).

სკოლის ფსიქოლოგის მუშაობის ფორმები:

  • ინდივიდუალური მუშაობა - სკოლის ფსიქოლოგი საჭიროებიდან გამომდინარე გეგმავს და ინდივიდუალურად ხვდება მოსწავლეებს, სკოლის თანამშრომლებს, მშობლებს შემდეგი მიზნებისთვის:
    • ტესტირება (სამიზნე ჯგუფი ან მოსწავლე).
    • კონსულტაცია (სამიზნე ჯგუფი, მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი).
    • კორექციული მუშაობა (სამიზნე ჯგუფი, მოსწავლე).
  • ჯგუფური მუშაობა - სკოლის ფსიქოლოგი საჭიროებიდან გამომდინარე აწყობს ჯგუფურ შეხვედრებს და ტრენინგებს მოსწავლეებთან, კლასთან, მშობლებთან.
  • მედიაცია და კონფლიქტების მართვა - სკოლის ფსიქოლოგი მომართვის საფუძველზე თანამშრომლობს კონფლიქტის მხარეებთან და ასრულებს კონფლიქტის დარეგულირებაში მედიატორის როლს.

ანაზღაურება: 1000-1100 ლარი

მისამართი: ქ. თბილისი, იოსებ და ლეონ ორბელების ქ. N 64