ფსიქოლოგი
"საზოგადოება ბილიკი" ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში აცხადებს ფსიქოლოგის ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- იმუშაოს დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე; კვირაში 40 საათი (სრული განაკვეთი);
- ბენეფიციარების ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
- ბენეფიციარის მშობელთან მუშაობა, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე;
- ბენეფიციარებთან ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების ჩატარება/მუშაობა;
- ფსიქოლოგიური საჭიროებების მიხედვით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში შესაბამისი ღონისძიებების ასახვა და შესრულება;
- ხატვის, მუსიკისა და თამაშის თერაპიის საშუალებით, ბავშვებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც ესაჭიროება ბენეფიციარებს მათი სრულფასოვანი ფსიქო-სოციალური ფუნქციონირებისათვის;
- სხვადასხვა ღონისძიების (შემეცნებითი და გასართობი) დაგეგმვა და ორგანიზება, ბენეფიციარების აქტიური ჩართულობით;
- შემთხვევის განხილვასა და კონფერენციებში მონაწილეობის მიღება;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის კვალიფიკაციით
- ბავშვებთან და ოჯახებთან ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
- წერითი უნარ-ჩვევები
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია)
- ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
- ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
- ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
- მოქნილობა და დამოუკიდებლობა
- მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ
- თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- "საზოგადოება ბილიკის" ხედვისა და მიზნების გაზიარება.
აპლიკაციის ჩაბარების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, 2026 წელი.