ფსიქოლოგი
World Vision საქართველო აცხადებს ვაკანსიას მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიან თავშესაფარში ფსიქოლოგის პოზიციაზე.
პოზიციის სახელწოდება: ფსიქოლოგი
ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანის ცენტრი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით - კვირაში 20 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარი აერთიანებს დღის ცენტრსა და კრიზისული ინტერვენციის სადღეღამისო თავშესაფარს.
დღის ცენტრის მიზანია მობილური ჯგუფის მიერ გადმომისამართებული ან მომსახურებაში სხვა გზით ჩართული ბავშვების შეფასება, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების გაწევა, ფორმალური და არაფორმალური განათლების მიწოდება რათა მოხდეს ბავშვების თანდათან მოწყვეტა ქუჩის ცხოვრებიდან და სტაბილური ჩართვა დღის ცენტრის მომსახურებაში მათი 24-საათიან ტრანზიციულ მომსახურებაში ან სხვა მომსახურებებში განთავსების მიზნით.
დღის ცენტრთან ფუნქციონირებს კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი, რომლის მთავარი მიზანიცაა უზრუნველყოს კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვი (ქუჩაში უმეთვალყურეოდ მყოფი, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ) გადაუდებელი თავშესაფრით და დახმარებით (პირველადი სამედიცინო და ფსიქო-ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილება) და მოახდინოს ბავშვზე გრძელვადიანი ზრუნვის ფორმის განსაზღვრა.
პოზიციის მიზანი: ფსიქოლოგის მომსახურება ხელს შეუწყობს სერვისის ბენეფიციარების ფსიქოსოციალური საჭიროებების შეფასებას და მათი უნარების განვითარებას ამ კუთხით.
ძირითადი მოვალეობები:
- თითოეულ ბენეფიციარზე აწარმოებს პირად საქმეს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ;
- ბავშვის დღის ცენტრში შემოსვლიდან 30 დღის განმავლობაში შეაფასებს მის ფუნქციურ, ფსიქო-ემოციურ და აკადემიურ საჭიროებებს და დღის ცენტრის კოორდინატორს წარუდგენს წერილობით დასკვნას პირველადი ზრუნვის გეგმის შესადგენად;
- მონაწილეობს პირველადი ზრუნვის გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში;
- ატარებს სისტემატურ ფსიქოსოციალურ და რეაბილიტაციის პროგრამებს;
- მიმდინარე და ჩატარებული ფსიქოლოგიური სამუშაოების პროგრესის განსაზღვრისთვის იყენებს სხვადასხვა ტექნიკებს: ტესტირებას, ინტერვიუ და ა.შ.
- კონსულტირების გზით დახმარებას სთავაზობს ბენეფიციართა მშობლებს/ოჯახის წევრებს; (მათი სურვილის შემთხვევაში)
- აწარმოებს პროგრესის ჩანაწერებს პირველადი ზრუნვის გეგმის იმ მიზნებთან მიმართებაში, რაც ფსიქოლოგის ჩართულობას მოითხოვს.
- საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციას უწევს დღის ცენტრის თანამშრომლებს.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი და შესაბამისი სპეციალური განათლება და მისი დამადასტურებელი საბუთი
- სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი)
- ანალოგიური სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი)
- ქცევითი თერაპევტის კვალიფიკაცია - სასურველია
- კომუნიკაციის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა და დაგეგმარების/მართვის უნარი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 14 სექტემბერი
"World Vision საქართველოს" მიერ კანდიდატების შერჩევის/დასაქმების პროცესი მიმდინარეობს საქართველოს კანონის - "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" და თანასწორი მოპყრობის პრინციპების სრული დაცვით და გამორიცხავს დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმით. დისკრიმინაციისგან დაცვა უზრუნველყოფილია დასაქმების ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
"World Vision საქართველო" არის თანასწორი შესაძლებლობების მქონე დამსაქმებელი, რომელიც აფასებს და პატივს სცემს მრავალფეროვანი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს მნიშვნელობას და აძლევს თანაბარ შესაძლებლობას ყველა კანდიდატს და თანამშრომელს, მიაღწიოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს.