ფრონტ ოფისის აგენტი- ბათუმი — სასტუმრო ლე მერიდიენ ბათუმი

სასტუმრო ლე მერიდიენ ბათუმი — ლოგო
სასტუმრო ლე მერიდიენ ბათუმი

ფრონტ ოფისის აგენტი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "ლე მერიდიენ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის აგენტის პოზიციაზე.

პოზიციის მიმოხილვა:

ფრონტ ოფისის აგენტი არის სასტუმროს სახე და პირველი საკონტაქტო პირი სტუმრებისთვის. პოზიცია მოითხოვს მაღალი დონის მომსახურებას, სტუმრებთან ეფექტურ კომუნიკაციას და საოპერაციო პროცესების მართვას.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და გაცილება;
  • ჯავშნების მართვა და სისტემაში ასახვა;
  • სატელეფონო ზარებისა და ელფოსტის დამუშავება;
  • სტუმრების მოთხოვნებისა და საჩივრების დროული მოგვარება;
  • ანგარიშსწორების პროცესის მართვა;
  • სტუმრებისთვის სასტუმროს სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ფრონტ ოფისის ყოველდღიური დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა (სავალდებულო);
  • დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
  • კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.