ფრანგული ენის პედაგოგი — აზროვნების აკადემიის სკოლა

აზროვნების აკადემიის სკოლა — ლოგო
აზროვნების აკადემიის სკოლა

ფრანგული ენის პედაგოგი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

აზროვნების აკადემიის სკოლაში მოსწავლეს დახვდება უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღი, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო. ჩვენი მიზანია, კლასიკური და თანამედროვე განათლების პრინციპების შერწყმით, მოსწავლეები ჩამოვაყალიბოთ მუდმივ შემეცნებაზე ორიენტირებულ, წიგნიერ, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიან პიროვნებად.

ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი იგეგმება და წარიმართება გამოცდილი აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და ფსიქოლოგთა აქტიური თანამშრომლობით.

აზროვნების აკადემიის სკოლა აცხადებს კონკურსს ფრანგული ენის პედაგოგის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • გეგმავს, ამზადებს და ატარებს ფრანგული ენის გაკვეთილებს ეროვნული სასწავლო გეგმისა და სკოლის კურიკულუმის შესაბამისად.
  • ქმნის უსაფრთხო, პოზიტიურ და მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს.
  • იყენებს თანამედროვე, ასაკობრივად შესაბამის და მრავალფეროვან სწავლების მეთოდებსა და რესურსებს.
  • ავითარებს მოსწავლეთა მოსმენის, საუბრის, კითხვისა და წერის უნარებს.
  • რეგულარულად აფასებს მოსწავლეთა აკადემიურ პროგრესს და აწარმოებს შეფასების დოკუმენტაციას.
  • მოსწავლეებს აძლევს დროულ და კონსტრუქციულ უკუკავშირს.
  • თანამშრომლობს კლასის დამრიგებელთან, მშობლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან.
  • მონაწილეობს სასკოლო პროექტების, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
  • ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე და აქტიურად მონაწილეობს სკოლის მიერ დაგეგმილ სამუშაო შეხვედრებსა და ტრენინგებში.
  • იცავს სკოლის შინაგანაწესსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფრანგული ენის, ფრანგული ფილოლოგიის, უცხო ენების სწავლების ან მონათესავე მიმართულებით.
  • ფრანგული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია მინიმუმ B2-C1 დონე).
  • სასურველია დაწყებით საფეხურზე მუშაობის გამოცდილება.
  • თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და შეფასების სისტემების ცოდნა.
  • კომპიუტერული პროგრამებისა და ციფრული სასწავლო რესურსების გამოყენების უნარი.

კომპეტენციები და უნარები:

  • მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დაგეგმვისა და ეფექტურად განხორციელების უნარი.
  • კლასის ეფექტური მართვისა და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის უნარი.
  • მოსწავლეთა მოტივაციის, კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობის კომპეტენცია.
  • დიფერენცირებული სწავლებისა და ფორმატიული შეფასების მეთოდების ეფექტურად გამოყენების უნარი.
  • სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიებისა და საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების უნარი.
  • ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარი.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პროფესიული ეთიკის დაცვა და შედეგზე ორიენტირებულობა.
  • დროის ეფექტურად მართვის, ორგანიზებულობისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
  • ცვლილებებთან ადაპტაციის, ინიციატივიანობისა და პროფესიული განვითარების მუდმივი მზაობა.
  • ბავშვებთან კეთილგანწყობილი, ემპათიური და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის დამყარების უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაგები, ზურაბ საკანდელიძის #9 (მეტრა პარკი)
  • სამუშაო გრაფიკი: თვეში 8 საათი
  • სამუშაო დღეები: კვირაში 2 დღე
  • ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვებით უზრუნველყოფას
  • http://onlineacademia.ge-ზე წვდომას
  • აზროვნების აკადემიის კურსებსა და სალონურ საუბრებზე უფასო დასწრებას.
  • ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იან ფასდაკლებას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 22 ივლისი, 2026 წ.