ფრანგული ენის მასწავლებელი
ნიუტონის თავისუფალი სკოლა აცხადებს კონკურსს ფრანგული ენის მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე.
თუ კარგად გამოგდით ბავშვებთან ურთიერთობა, ზრუნავთ თვითგანვითარებაზე და არ გეშინიათ, გახდეთ ცნობისმოყვარე მოსწავლეების მასწავლებელი, მაშინ ნიუტონის თავისუფალი სკოლის გუნდში ადგილი თქვენთვისაც მოიძებნება.
"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის ეძებს ფრანგული ენის მასწავლებელს.
კვალიფიკაცია:
- შესაბამისი უმაღლესი განათლება
- მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაცია;
- ორგანიზებულობა;
- კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
- კრეატიულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა.
ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
პერსონალური მონაცემების დამუშავება
გაცნობებთ, რომ შპს "ნიუტონის თავისუფალი სკოლა" ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით ამუშავებს პრეტენდენტის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
რეზიუმესა და სხვა დოკუმენტების კომპანიისთვის გაგზავნით, პრეტენდენტი ადასტურებს თანხმობას, რომ კომპანია მიმდინარე ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით დაამუშავებს მის პერსონალურ მონაცემებს და შეინახავს მონაცემთა ბაზაში 3 წლის ვადით, მომავალში სხვა პოზიციის შეთავაზების მიზნით.
პრეტენდენტს უფლება აქვს გამოიხმოს თანხმობა იმავე ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით, რომელზეც გააგზავნა რეზიუმე და დოკუმენტები. ამ შემთხვევაში კომპანია წაშლის პრეტენდენტის პერსონალურ მონაცემებს და აღარ განიხილავს მას მიმდინარე ან/და მომავალ ვაკანსიებზე.