ფრანგულენოვანი ადმინისტრაციული ასისტენტი
კომპანია GEOPARD Consulting აცხადებს ვაკანსიას კლიენტი კომპანიისთვის ლოგისტიკის ფრანგულენოვანი ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე, რაც გულისხმობს სატრანსპორტო დოკუმენტების დახარისხებას, ბაზების განახლებასა და ბაზებში ინფორმაციის შეყვანა/დამუშავებას წინასწარ შემუშავებული პროცედურების შესაბამისად.
მოთხოვნები:
- ფრანგული ენის კარგ დონეზე ცოდნა.
- სასურველია ფრანგულენოვან ქვეყანაში ცხოვრების/სწავლის გამოცდილება.
- სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება სატრანსპორტო/ლოგისტიკის კუთხით (კომპანია უზრუნველყოფს კადრის სრულ გადამზადებას ადგილზე ან/და მივლინებას კლიენტ კომპანიასთან საფრანგეთში).
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
- გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი.
- სიზუსტე, აკურატულობა.
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა;
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი;
- სამუშაო საათები (ზაფხულის პერიოდში): 11:00 - 20:00 (1-საათიანი შესვენებით);
- ჰიბრიდული რეჟიმი: კვირაში 3 დღე ოფისიდან, 2 დღე დისტანციურად;
- დასვენების დღეები: შაბათი და კვირა;
- დაწყების თარიღი: დაუყოვნებლივ.
ანაზღაურება:
საწყისი ხელფასი: 1 800 ლარი (ხელზე ასაღები);
ხელფასის მატება: 12 თვეზე - 150 ლარი, 18 თვეზე - 150 ლარი, 24 თვეზე - 150 ლარი, 36 თვეზე - 100 ლარი.