ფოტოწიგნების აკინძვისა და ფინიშინგის ოპერატორი — QARTA

QARTA

ფოტოწიგნების აკინძვისა და ფინიშინგის ოპერატორი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

QARTA (შპს "Flying Elephant") აცხადებს ვაკანსიას ფოტოწიგნების აკინძვისა და ფინიშინგის ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქ.37

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი

"QARTA" არის პრემიუმ ფოტოწიგნებისა და ფოტობეჭდვის სტუდია. ყველა წიგნი მზადდება ჩვენს საკუთარ საწარმოო სივრცეში, ევროპული მასალებითა და პროფესიონალური ევროპული დანადგარებით.

ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფოტოწიგნის ფიზიკურ დამზადებაზე - დაბეჭდილი ფურცლიდან მზა პროდუქტამდე.

ძირითადი მოვალეობები:

  • გვერდების დაბეჭდვა
  • ბლოკის აკინძვა perfect binding ტექნოლოგიით
  • მყარი ყდის დამზადება
  • ყდის მასალების ლამინაცია
  • ფურცლების ჭრა გილიოტინაზე
  • მზა პროდუქტის ხარისხის კონტროლი
  • პროდუქტის შეფუთვა და გასაგზავნად მომზადება.
  • სამუშაო ადგილის მოწესრიგება და მასალების აღრიცხვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამოცდილება პოლიგრაფიაში, აკინძვაში ან მაღალი ხარისხის ხელობაში (ავეჯი, ტყავი, სამკერვალო, საათები, ნებისმიერი ზუსტი ხელობა) ჩაითვლება უპირატესობად
  • განვიხილავთ გამოცდილების გარეშე კანდიდატებსაც. სრულ ტრენინგს ადგილზე ვუზრუნველვყოფთ
  • ხელის სიზუსტე და დეტალებზე ორიენტაცია
  • პასუხისმგებლობა და სტაბილურობა, ვეძებთ ადამიანს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის

პიროვნული თვისებები:

  • პერფექციონიზმი, მაღალი პასუხისმგებლობა, სტაბილურობა
  • ორგანიზებულობა და პროცესის თანმიმდევრობის დაცვა
  • სწავლის სურვილი

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში შეადგენს 900-1200 ლარს (დამოკიდებულია გამოცდილებაზე). მისი დასრულების შემდეგ 1500 ლარს, კვალიფიკაციის შესაბამისად ზრდის შესაძლებლობით. ასევე, გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ დაემატება ბონუსი.
  • სრული ტრენინგი დანადგარებზე, უნიკალური პროფესიის დაუფლება რეგიონში.
  • მცირე, მეგობრული გუნდი ბიუროკრატიის გარეშე.
  • მზარდი კომპანია ევროპის საერთაშორისო გასვლის გეგმით.