ფოტო-ვიდეოგრაფი
Social Pulse Agency ეძებს კრეატიულ, დეტალებზე ორიენტირებულ და მოტივირებულ ფოტო-ვიდეოგრაფს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს კომერციული პროექტების განსახორციელებლად.
თუ გიყვარს ესთეტიკური კადრების დაჭერა, გაქვს კომერციული გადაღებების გამოცდილება და გსურს საინტერესო ბრენდებთან მუშაობა, მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა!
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა ბრენდისთვის მაღალი ხარისხის კომერციული ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება (სოციალური ქსელებისთვის, სარეკლამო კამპანიებისთვის და ა.შ.).
- გადაღების პროცესის სრულყოფილი მართვა (განათების, კომპოზიციისა და ხმის უზრუნველყოფა).
- სააგენტოს გუნდთან (კოფირაიტერები, დიზაინერები, პროექტის მენეჯერები) მჭიდრო თანამშრომლობა და იდეების ვიზუალიზაცია.
- გადაღებების ლოკაციების შერჩევა და შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფა.
მოთხოვნები და კვალიფიკაცია:
- ფოტო და ვიდეო გადაღების, მათ შორის კომერციული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
- პროფესიონალური გადამღები ტექნიკის, განათებისა და ხმის აპარატურის ცოდნა.
- კადრის, კომპოზიციის, ესთეტიკისა და ფერების კარგი აღქმა.
- ტრენდების ცოდნა და მუდმივი განვითარების სურვილი.
- სავალდებულოა საბაზისო ცოდნა ფოტო/ვიდეო სამონტაჟო პროგრამებში (Adobe Premiere Pro, Lightroom, After Effects ან სხვა).
რას გთავაზობთ ჩვენ?
- ანაზღაურებას შეთანხმებით, რომელიც სრულად იქნება მორგებული თქვენს გამოცდილებასა და უნარებზე.
- მრავალფეროვან, საინტერესო და კრეატიულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას.
- თავისუფალ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.