ფოტო/ვიდეო ოპერატორი
"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია მედიქალ ვორლდი ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის" სახელითაა ცნობილი.
"Medical World Spa&Wellnes"კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი "მედ 11", რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.
"მედიქალ ვორლდის" გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.
"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ფოტო/ვიდეო ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 3
სამუშაო განაკვეთი: ჰიბრიდული
ანაზღაურება: 1000 ლარიდან გამოცდილების მიხედვით
ფოტო/ვიდეო ოპერატორის სამუშაოს აღწერა:- კომპანიის ჩართულობის შესაბამისად სხვადასხვა ღონისძიებების ფოტო/ვიდეოს გადაღება დამუშავება და მონტაჟი კომპანიის აღჭურვილობით;
- კომპანიის წარმომადგენლობასთან ერთად რეგიონებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ფოტო და ვიდეო გადაღების უზრუნველყოფა.
- მინიმუმ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- ფოტო/ვიდეოს პროფესიონალურ დონეზე გადაღებისა და მონტაჟის ცოდნა.
- სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
- FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
- მნიშვნელოვანი ფასდაკლება ლაბორატორიულ სრულ სერვისზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც).
გისურვებთ წარმატებას!