ფორმა #2-ის სპეციალისტი — ბლექ სი პალასი

ბლექ სი პალასი

ფორმა #2-ის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია შპს "ბლექ სი პალასი" აცხადებს ვაკანსიას ფორმა #2-ის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • გამოსაყენებელი მასალებისა და სამუშაოების ფასის კვლევა;
  • ფორმა #2-ების შედგენა;
  • სახელმწიფო შესყიდვების (ტენდერები) შევსება, ხარჯთაღრიცხვების განფასება;
  • შემსყიდველთან და დამკვეთებთან კომუნიკაცია;
  • წარმოების ჟურნალის შედგენა, ფარული სამუშაოების აქტების შედგენა;
  • ობიექტზე გასვლა აზომვა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება საჭიროების შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო სფერო, ფინანსები, ბიზნესის ან სხვა რელევანტური მიმართულებით;
  • გამოცდილება არ მოითხოვება, შესაძლებელია ადგილზე შესწავლა;
  • Microsoft Office კარგად.

უნარ-ჩვევები:

  • დროის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • მდებარეობა: თბილისი, ჭაბუკიანის #2, სააკაძის მოედანთან;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00 სთ-დან; დარჩენილი დრო კომბინირებული, საქმიდან გამომდინარე;
  • ანაზღაურება: მაღალი ანაზღაურება, მუდმივად მზარდი.

დამატებითი მოთხოვნები: მართვის მოწმობა B კატეგორია.