ფოლადის კონსტრუქციების კონსტრუქტორი
შპს "ფოლადის სახლი" - ლითონის სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ფოლადის კონსტრუქციების კონსტრუქტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო, იუმაშევის ჩიხი 14
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- ლითონის კონსტრუქციების საპროექტო და საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის მომზადება;
- სამუშაო ნახაზების და სპეციფიკაციების შემუშავება;
- კონსტრუქციული გაანგარიშებების შესრულება საქართველოში მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად;
- ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება და ოპტიმიზაცია;
- დამკვეთისგან მიღებული მონაცემების საფუძველზე პროექტისთვის საჭირო მასალების ამოთვლა/განსაზღვრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ლითონის კონსტრუქციების პროექტირების გამოცდილება;
- AutoCAD-ის, Tekla Structures, Lira-ს ან სხვა შესაბამისი საპროექტო პროგრამების ცოდნა;
- სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კვებასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს