FMCG დეპარტამენტის გუნდის ლიდერი — Carrefour Georgia

Carrefour Georgia — ლოგო
Carrefour Georgia

FMCG დეპარტამენტის გუნდის ლიდერი

₾1700 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კარფური ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში, FMCG დეპარტამენტის გუნდის ლიდერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ისთ ფოინთი

ანაზღაურება - 1700 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • FMCG დეპარტამენტის საოპერაციო პროცესების წარმართვა და გამართულად მუშობის კონტროლი;
  • პროდუქციის სწორად განთავსების, ფასების, აქციებისა და სარეკლამო მასალების შესაბამისობის კონტროლი;
  • პროდუქციის მიღების, განთავსებისა და მარაგების მართვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • დანაკარგების, ჩამოწერებისა და ნაშთების კონტროლი;
  • გუნდის წევრების სამუშაო პროცესის, დისციპლინისა და შესრულების ხარისხის კონტროლი;

მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • სასურველია საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office; Excel);
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • ფიზიკურად აქტიურ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;

თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას" მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გავუზიაროთ "კარფურის" პარტნიორ ფრენშაიზ კომპანიებს, მათი არსებული და/ან სამომავლო ვაკანსიების ფარგლებში თქვენი კანდიდატურის მიმდინარე ან სამომავლო დასაქმების შესაძლებლობის შეფასებისა და განხილვის, ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. უფლებების განსახორციელებლად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ჩვენი კონფიდენციალურობის ვებ-ფორმის საშუალებით: https://privacy-center.majidalfuttaim.com/client/9dbce182-3ec8-44db-b76e-3e58365b528f?lang=EN&country=UAE#/exercise-your-rights.

შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!