ფლორისტი — tatovts

tatovts

ფლორისტი

₾70 GEL/დღე ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ისნის მეტროს მიმდებარედ ვეძებთ ფლორისტს.

თუ გსურთ შემოქმედებით და დინამიკურ გარემოში მუშაობა, სადაც ყოველდღიურად გეძლევათ შესაძლებლობა შექმნათ სილამაზე და გაახაროთ ადამიანები, ეს პოზიცია თქვენთვისაა.

თუ გსურთ კარიერის დაწყება გაყიდვების, კონსულტაციისა და მომსახურების სფეროში, ეს შესაძლებლობა იდეალურია თქვენთვის.

ძირითადი მოვალეობები
  • ყვავილების და მცენარეების მოვლა, მათი სისუფთავისა და სიჯანსაღის უზრუნველყოფა
  • ინდივიდუალური და თემატური ყვავილების კომპოზიციების შექმნა მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად
  • მომხმარებლის კონსულტაცია პროდუქციის შერჩევასა და ყვავილების მოვლასთან დაკავშირებით
  • მაღაზიის ვიტრინის და სამუშაო სივრცის ორგანიზება და ესთეტიკური მოწყობა
  • გაყიდვების პროცესში აქტიური მონაწილეობა და სალარო ოპერაციების შესრულება
  • საწყობში პროდუქციის აღრიცხვა და მარაგების კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები
  • საშუალო განათლება
  • ინტერესის და მოტივაციის ქონა ფლორისტიკისა და გაყიდვების სფეროში (გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
  • კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
  • სწრაფი სწავლების უნარი და გუნდური მუშაობის სურვილი
  • სისუფთავის, დეტალებზე ყურადღების და ესთეტიკური გემოვნების მქონე
უპირატესობები და სარგებელი
  • სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
  • პერსონალური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ანაზღაურება
  • შემოქმედებითი საქმიანობისა და ინიციატივის წახალისება

ანაზღაურება : 70 ლარი დღეში.

სამუშაო საათები: 10:00 - 20:00