ფლებოტომისტი- ქუთაისი — ადეიშვილის კლინიკა

ადეიშვილის კლინიკა

ფლებოტომისტი- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ადეიშვილის კლინიკა ქუთაისში ეძებს ფლებოტომისტს.

სამუშაო გრაფიკი: 8 საათი კვირაში 5 სამუშაო დღე

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. N91

თუ ხართ პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული და გსურთ მუშაობა სტაბილურ, თანამედროვე სამედიცინო გარემოში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

რას გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას;

ძირითადი მოვალეობები:

  • ვენის პუნქცია და კაპილარული პუნქცია;
  • დიაგნოსტიკური ტესტირებისთვის სისხლის ნიმუშების მისაღებად, პაციენტის უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველყოფა;
  • საანალიზო მასალების პროგრამული რეგისტრაცია;
  • სათანადო დოკუმენტაციის წარმოება და ლაბორატორიული პროტოკოლების დაცვა;
  • ფლებოტომიის ინვენტარის მარაგის კონტროლი, სათანადო შენახვის პირობების უზრუნველყოფა;
  • პაციენტის პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის შენარჩუნება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება ან მედდის დიპლომი;
  • ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება და ფლებოტომისტის საქმიანობის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;

საჭირო უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პაციენტებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • წესებისა და პროცედურების დაცვა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.