ფლებოტომისტი — მედ-დიაგნოსტიკა

მედ-დიაგნოსტიკა

ფლებოტომისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კლინიკა მედ დიაგნოსტიკა პაციენტებს სთავაზობს ამბულატორიულ სერვისს და მაღალი გარჩევადობის დიაგნოსტიკურ აპარატურას. იგი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო კვლევების მაღალ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს და შედეგების სანდოობას.

კლინიკა მედ დიაგნოსტიკა აცხადებს ვაკანსიას ფლებოტომისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარაშვილის ქუჩა N4

სამუშაო განაკვეთი: შაბათი დღე

ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პაციენტისთვის, წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად, ვენიდან სისხლის აღება;
  • აღებული მასალის დამუშავება;
  • საჭიროებისამებრ, სხვა ბიოლოგიური მასალის აღება და დამუშავება;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელური.

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეს გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

გაცნობებთ, რომ "შპს ინთერნეიშენალ მედიკალ კლინიკ" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.