ფლებოტომისტი — კლინიკა რეიმანი

კლინიკა რეიმანი — ლოგო
კლინიკა რეიმანი

ფლებოტომისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

რეიმანი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ფლებოტომისტი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ლაბორატორიული კვლევებისთვის საანალიზო მასალის უსაფრთხოდ აღება როგორც ბინაზე გამოძახებით, ასევე კლინიკაში, კერძოდ:
  • ფლებოტომია, ვენური სისხლის აღება;
  • კაპილარული სისხლის აღება.
  • აღებული მასალის დამუშავება, ტრანსპორტირება, პრე და პოსტ ანალიტიკის პროცესების მეთვალყურეობა;
  • საჭიროებისამებრ, სხვა ბიოლოგიური მასალის აღება და დამუშავება;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
  • სამედიცინო საქმიანობის განხორციელება კლინიკაში დანერგილი პროტოკოლების და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესაბამისად;
  • კლინიკაში არსებული ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, კომპეტენციის ფარგლებში;
  • ლაბორატორიული ინვენტარის, პირადი დაცვის აღჭურვილობის და მოწყობილობების მოვლა/ექსპლოატაცია;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ფლებოტომისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება და ფლებოტომიური უნარების კარგი ცოდნა;
  • 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ვაკუუმური სისტემებით ვენური სისხლის აღების გამოცდილება; (ჩაითვლება უპირატესად)
  • ინტენსიური თერაპიის ან კრიტიკული მედიცინის, ან რეანიმაციის განყოფილებაში სულ მცირე 1 წლის მუშაობის გამოცდილება. (ჩაითვლება უპირატესად)

ცოდნა, უნარები:

  • სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური მეთოდების ცოდნა (ტრენინგი BLS-ში);
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • ლაბორატორიის პრეანალიტიკური პროცესების ცოდნა.
  • გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
  • დროის მენეჯმენტი;
  • კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი;
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: არტურ ლაისტის ქ. N1, თბილისი
  • ზ. ანჯაფარიძის I შესახვევი, #3 (სანდრო ეულის მიმდებარედ)

შერჩევის ეტაპები:

  • მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.