ფლებოტომისტი
სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში. "მრჩეველი" პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. "მრჩეველი" აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: http://www.mrcheveli.com
სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში ფლებოტომისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: დღის ცვლები
ანაზღაურება: საწყისი 1400 ლარი, 6 თვის შემდეგ 1700 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია სამედიცინო განათლება (ექთნის/ლაბორანტის კვალიფიკაციით);
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტისთვის, წინსაწარ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად, ვენიდან სისხლის აღება;
- პაციენტისთვის, წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად, კაპილარული სისხლის აღება;
პროფესიული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელური;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სხარტი აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლიანი;
რას გთავაზობთ:
- პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ფასდაკლებას ლაბორატორიულ კვლევებზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ (თანამშრომლისთვის და მისი ოჯახის წევრისთვის).