ფიზიკური თერაპევტი- ქუთაისი/სამტრედია
ინფორმაცია ჩვენს შესახებ - ჩვენ ვართ ბავშვთა და მოზარდთა კონსულტაციის, დიაგნოსტირებისა და ინტერვენციის ცენტრი "მიელინი", რომლის მისიაა ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება განვითარების რისკის მქონე, შეზღუდული ან/და დამატებითი საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის.
"დაეხმარე პატარებს სამყაროს აქტიურ კვლევა-ძიებაში" — ფიზიკური თერაპევტი ბავშვებს უქმნის სივრცეს, სადაც ისინი სწავლობენ, ვითარდებიან და საკუთარ ფარულ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ.
ცენტრი "მიელინი" ეძებს მოტივირებულ და მზრუნველ ფიზიკურ თერაპევტს, რომელიც იზრუნებს ბავშვთა და მოზარდთა ადრეულ დიაგნოსტირებასა და მათ განვითარებაზე და მზად არის, შექმნას პოზიტიური ცვლილებები პატარების ყოველდღიურობაში.
ადგილმდებარეობა: ქუთაისი/სამტრედია
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: მზარდი, განხორციელებული ვიზიტების რაოდენობისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები:
- ბავშვის მოძრაობითი უნარებისა და ფიზიკური განვითარების დეტალური შეფასება;
- ინდივიდუალური თერაპიული პროგრამებისა და რეაბილიტაცია-აბილიტაციის გეგმების შემუშავება და განხორციელება;
- ბავშვებთან ინდივიდუალური მუშაობა ბალანსის, კოორდინაციისა და ფუნქციური უნარების განვითარებაზე;
- ბავშვის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა და მაქსიმალური ხელშეწყობა ყოველდღიურ აქტივობებში;
- ფუნქციური და ორმხრივი თამაშების განვითარებაზე მიზანმიმართული მუშაობა;
- მშობლებთან/მზრუნველებთან აქტიური კონსულტაცია, რეკომენდაციების გაზიარება და მათი ჩართვა თერაპიულ პროცესში;
- მულტიდისციპლინურ და ინტერდისციპლინურ გუნდთან (ბავშვთა ნევროლოგი, ფსიქოლოგები, ოკუპაციური თერაპევტები, მეტყველების თერაპევტები და სხვ.) მჭიდრო თანამშრომლობა;
- ბავშვის პროგრესის მუდმივი მონიტორინგი, შეფასება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (მათ შორის, ელექტრონულად Google Drive-ზე).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფიზიკური თერაპიის/ფიზიოთერაპიის მიმართულებით;
- კომპიუტერული პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (Microsoft Office, ინტერნეტი, Google Drive);
- ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად (სასურველია ტიპური ან ატიპური განვითარების ბავშვებთან);
- ინგლისური და/ან რუსული ენის მინიმუმ სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება პლუსად.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ემპათია;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების ძლიერი შინაგანი მოტივაცია;
- კარგი მეტყველებისა და აკადემიური წერის უნარი;
- დროისა და სამუშაო რესურსების სწორი მენეჯმენტი;
- ახალ გარემოში სწრაფი ადაპტაციისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი.
ჩვენთან დაგხვდებათ:
- მეგობრული, შეკრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო;
- ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების სუპერვიზია პროფესიული ზრდისთვის;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- FitPass-ზე წვდომა;
- ანაზღაურებადი ავადობის დღეები;
- კარიერული წინსვლისა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობა.
შერჩევის ეტაპები:
კადრის შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:
- შემოსული რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
- გასაუბრება წარმატებულ კანდიდატებთან.
საკონტაქტო და განაცხადის შეტანის ინფორმაცია:
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/MyelinKutaisi
ვებგვერდი: http://www.myelin.ge