ფიზიკური თერაპევტი- ბათუმი — მოძრაობისა და განვითარების აკადემია

მოძრაობისა და განვითარების აკადემია

ფიზიკური თერაპევტი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

თუ ხარ მოტივირებული და პასუხისმგებლობიანი ფიზიკური თერაპევტი, ჩვენ გეძებთ შენ!

ა (ა)იპ "მოძრაობისა და განვითარების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ფიზიკურ თერაპევტის პოზიციაზე!

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის სფეროში;
  • ბავშვებთან და მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროფესიული განვითარების სურვილი
ძირითადი მოვალეობები:
  • ბავშვის ფიზიკური მდგომარეობისა და განვითარების შეფასება;
  • ინდივიდუალური სარეაბილიტაციო პროგრამის განხორციელება სუპერვიზორის მითითებების შესაბამისად;
  • ჩატარებული სესიებისა და პაციენტის პროგრესის დოკუმენტირება;
  • პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობა და საგანმანათლებლო მასალების მომზადება;
  • მშობლების კონსულტირება და რეკომენდაციების მიწოდება;
  • მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა ბავშვის რეაბილიტაციის პროცესში;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული პროფესიული მოვალეობების შესრულება.
ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას

ა (ა)იპ "მოძრაობისა და განვითარების აკადემია"

მისამართი: ბათუმი, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქ. 106

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ