ფიზიკური თერაპევტი
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს.
ორგანიზაციის მისიაა: თანაბარი პირობების და შესაძლებლობების უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების, ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საზოგადოებაში ჩართულობისა და სოციალური ინკლუზიის მიზნით.
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებას" აცხადებს კონკურსს ფიზიკური თერაპევტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად თბილისში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ბაკალავრის დიპლომი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სასურველია ბავშვებთან/შშმ ბავშვებთან მუშაობის, გამოცდილების ქონა.
პიროვნული მახასიათებლები და საჭირო უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელური;
- ენერგიული;
- პუნქტუალური
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- განვითარებაზე ორიენტირებული.
სამუშაო განრიგი: შეთანხმებით
ანაზღაურება: ჩატარებული სესიების მიხედვით, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით
შერჩევის კრიტერიუმები:
- საკვალიფიკაციო მოთხოვნასთან შესაბამისობა;
- სამუშაო გამოცდილება;
- მოტივაცია;
- პროფესიული ცოდნა.
განაცხადის წარმოდგენის პროცედურები
შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:
- ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა;
- გასაუბრება
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 სექტემბერი.