ფიტნეს-მწვრთნელი
Gold`s Gym აცხადებს ვაკანსიას!
ვაცხადებთ ვაკანსიას ფიტნეს-მწვრთნელის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და პროფესიონალ ადამიანს, რომელსაც უყვარს ფიტნესი და ადამიანებთან კომუნიკაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ფიტნესისა და ვარჯიშის მიმართულებით შესაბამისი ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა;
- კომუნიკაბელურობა და მომხმარებლებთან სწორი ურთიერთობის უნარი;
- ინდივიდუალური მიდგომა და კლიენტების მოტივირების უნარი;
- მოწესრიგებულობა და პროფესიული ეთიკის დაცვა;
- განვითარებისა და პროფესიული ზრდის სურვილი.
შემოგვიერთდი Gold`s Gym-ის გუნდში!