ფინანსური სპეციალისტი — მიფასი

მიფასი — ლოგო
მიფასი

ფინანსური სპეციალისტი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "მიფასი" 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს პროფესიონალური გახმოვანებისა და განათების სისტემების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირებას, ტექნიკურ ინტეგრაციას, ინსტალაციას/მონტაჟს, პერსონალის ტრენინგს, აგრეთვე საგარანტიო და პოსტსაგარანტიო მომსახურებას.

ამ ეტაპზე კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური სპეციალისტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • ფინანსური უწყისების წარმოება თვის, კვარტალის და წლის ჭრილში;
  • შემოსავლებისა და ხარჯების ბიუჯეტირება, ფაქტობრივ შედეგებთან შედარება და გადახრების ანალიზის მომზადება თვის, კვარტალის და წლის ჭრილში;
  • ფულადი სახსრების ნაშთების კონტროლი;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება;
  • ცალკეული პროექტების ხარჯთაღრიცხვის დაგეგმვა, მომგებიანობის ანალიზი, ფაქტობრივ ხარჯებთან შედარება და გადახრების ანალიზის მომზადება;
  • ხელფასებისა და ბონუსების დარიცხვა და კონტროლი;
  • ბუღალტრული საქმიანობის ორგანიზება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • თვის დახურვის პროცესის კონტროლი და მონიტორინგი;
  • ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი სხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება და დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.

ანაზღაურება:

  • ფიქსირებული ხელფასი - 1000 ლარი;
  • პრემია, რომელიც დამოკიდებულია კომპანიის ფინანსურ შედეგებსა და მომგებიანობაზე.
  • ნახევარი განაკვეთი 10:00-დან 14:00-მდე ან 15:00-დან 19:00-მდე
  • ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • უფასო კორპორატიულ ტელეფონს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

სამუშაო გრაფიკი: სრული;

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა 16;