ფინანსური ოპერაციების ასისტენტი — ჯიბე cash & carry

ჯიბე cash & carry

ფინანსური ოპერაციების ასისტენტი

შეთანხმებით აქტიური თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ჯიბე Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ოპერაციების ასისტენტის პოზიციაზე, თბილისში, სათაო ოფისში.

"ჯიბე Cash & Carry" არის საქართველოში პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი, რომელიც წარმატებით ემსახურება როგორც იურიდიულ პირებს, ასევე საცალო მომხმარებლებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, თორნიკე ერისთავის ჩიხი #5

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 დამატებით: თვეში 2 შაბათი, 10:00 - 14:00

ანაზღაურება: შეთანხმებით;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფინანსური მონაცემების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმება;
  • მომწოდებლებთან და პარტნიორებთან დაკავშირებული საკითხების მხარდაჭერა;
  • ყოველდღიური რეპორტინგისა და ანგარიშგების პროცესებში მონაწილეობა;
  • სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია;
  • ფინანსური გუნდის მიმდინარე პროექტებსა და პროცესებში აქტიური ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;