ფინანსური მენეჯერის თანაშემწე
"თბილისის საერთაშორისო სკოლა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანაშემწეს თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00
დასვენების დღეები: შაბათ-კვირა და სხვა ოფიციალური უქმე დღეები.
ლოკაცია: თბილისი, დიდი დიღომი, ზურგოვანი, თავისუფლების ქუჩა 10
სკოლის შესახებ:
"თბილისის საერთაშორისო სკოლა" არის პრესტიჟული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც სთავაზობს მოსწავლეებს უმაღლესი სტანდარტების განათლებას. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ფინანსური მენეჯერის თანაშემწეს, რომელიც შეუერთდება ჩვენს მეგობრულ გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
- ფინანსური მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიურ საოპერაციო და ფინანსურ საქმიანობაში.
- პირველადი ფინანსური და საბუღალტრო დოკუმენტაციის (ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები) მომზადება, შემოწმება და სისტემატიზაცია.
- სკოლის მოსწავლეთა სწავლის საფასურის გადახდების მონიტორინგი და შესაბამისი რეესტრების წარმოება.
- ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მშობლებთან კომუნიკაცია (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე).
- ფინანსური და საბუღალტრო დოკუმენტაციის (როგორც მატერიალური/ბეჭდური, ისე ელექტრონული/ციფრული ფორმატით) სისტემატიზაცია, დაარქივება და მოწესრიგებული სტრუქტურის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც).
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-12 თვიანი გამოცდილება (სასურველია, თუმცა არა სავალდებულო).
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა მშობლებთან კომუნიკაციისა და მიმოწერისთვის.
- MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (ფორმულები, ცხრილები).
- ინტერნეტ ბანკთან და რომელიმე საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის საბაზისო უნარები ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალების მიმართ ყურადღება.
- დროის მენეჯმენტისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი.
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები.
- კონფიდენციალურობის მკაცრი დაცვა.
რას გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციიდან გამომდინარე).
- საერთაშორისო, მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
როგორ მოგვმართოთ:
არაუგვიანეს 2026 წლის 19 ივლისისა.
შენიშვნა: შპს "თბილისის საერთაშორისო სკოლა" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის კონკურსისთვის.