ფინანსური მენეჯერის ასისტენტი- ბათუმი
Ambassadori Island Batumi აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
"Ambassadori Island Batumi" აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა-ინოვაციური პროექტი, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით, მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ახალი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს.
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი, ადგილზე
ჩვენ გთავაზობთ:
- კვების უზრუნველყოფა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- 30%-იანი ფასდაკლება ამბასადორი ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში;
- პროფესიული განვითარება;
- მეგობრული სამუშაო გარემო.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დადებითი დამოკიდებულება და შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი.
- მაღალორგანიზებული, შედეგებზე ორიენტირებული, მოქნილობის და სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარით.
- Microsoft Office, საბუღალტრ პროგრამების, სასურველია Fina-ს ცოდნა.
- საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
- ბუღალტერის, ფინანსური მენეჯერის ასისტენტის, პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- საბანკო ოპერაციების წარმართვა, კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- გადახდების აღრიცხვა, დამუშავება და შესაბამისი შიდა ანგარიშგების მომზადება;
- ბალანსების, ანგარიშების და სხვა ფინანსური მონაცემების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
- ფინანსური დოკუმენტაციის შეგროვება, რედაქტირება და საჭიროებისამებრ სარეპორტინგო მასალების მომზადება;
- დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებათა მომზადება;
- აქტიური კომუნიკაცია ბანკებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან;
- კონტრაქტების და ფინანსური დოკუმენტაციის ვადების კონტროლი და ადმინისტრირება;
- გადასახადების, ფინანსური ტრანზაქციებისა და სხვა ანგარიშგებების დროული წარმოება;
- მონაწილეობა ბიუჯეტის შედგენაში, ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზი და კონტროლი;
- გეგმების შესრულების მონიტორინგი და ფინანსური რისკების შეფასებაში მონაწილეობა;
- სხვა ფინანსური ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
- უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნით სხვა მოვალეობების შესრულება.
სამუშაო გრაფიკი: სრული