სკოლა პოლიგლოტი
ფინანსური მენეჯერი
შეთანხმებით
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
სკოლა "პოლიგლოტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- განახორციელოს ნაღდი ფულის მიღებისა და გაცემის ოპერაციები.
- უზრუნველყოს ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული მოსწავლეთა სწავლის საფასურის შემოსავლის ორდერში გატარება და შესაბამისი თანხის საკონტროლო-სალარო აპარტში ასახვა.
- მოამზადოს ყოველთვიური ანგარიში შემოსული თანხებისა და დებიტორული დავალიანების შესახებ.
- განახორციელოს ყოველდღიური კონტროლი ანგარიშზე თანხების ჩარიცხვაზე და წარუდგინოს სკოლის დირექტორს ინფორმაცია მოსალოდნელი საანგარიშსწორებო ქმედებების შესახებ.
- სასწავლო-აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილესთან ერთად საათობრივი დატვირთვის მიხედვით მოამზადოს სკოლის პედაგოგთა სახელფასო უწყისები და წარუდგინოს სკოლის დირექტორს.
- სკოლის ტექნიკურ მენეჯერთან ერთად მოამზადოს სკოლის სამეურნეო მარაგების შევსების გრაფიკი და აკონტროლოს მისი შესრულება.
- აღრიცხოს სკოლის მატერიალური ფასეულობათა მდგომარეობა და მოამზადოს მასალები მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციისათვის.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00. შაბათი/კვირა დასვენება.