ფინანსური მენეჯერი
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" ეძებს ფინანსურ მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ორგანიზაციისა პროგრამებისა და პროექტების ფინანსური მართვის, ბიუჯეტირების, ანგარიშგებისა და ფინანსური კონტროლის პროცესების ეფექტიანად წარმართვაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბუღალტერიის, შესყიდვებისა და ლოგისტიკის საქმიანობის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
- პარტნიორი ორგანიზაციების ფინანსური მართვა;
- პროექტების და პროგრამების ფარგლებში ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
- ახალ პროექტებზე მუშაობაში და ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების გადახდაზე კონტროლი;
- დეკლარაციების მომზადება-წარდგენის ორგანიზება;
- საბანკო გადახდების მომზადებაზე კონტროლი ინტერნეტ-ბანკის საშუალებით;
- ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
- ადმინისტრაციული და ფინანსური დოკუმენტაციის დადგენილი წესით ორგანიზება;
- ბუღალტერიაში არსებული პირველადი დოკუმენტაციის წარმოებაზე კონტროლი;
- ORIS-ის პროგრამაში საბუღალტრო ოპერაციების გატარებაზე კონტროლი;
- წლიური პროგრამული და ადმინისტრაციული ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;
- ფაქტობრივი შესრულებების დაგეგმილთან შედარება და სხვაობების ანალიზი;
- წლიური აუდიტის მოწვევა და მხარდაჭერა;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი.
პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: 100%
- მდებარეობა: თბილისი
- ანაზღაურება: 4500 ლარი (დარიცხული/GROSS)
მოთხოვნები:
- ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ჰუმანიტარულ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.