ფინანსური მენეჯერი
"DESIGN MALL" არის დიზაინისა და სარემონტო მასალების მოლი თბილისში, სადაც ერთ სივრცეში შეგიძლიათ შეარჩიოთ სარემონტო მასალები, ავეჯი და დეკორი, ასევე მიიღოთ პროფესიონალი დიზაინერებისა და არქიტექტორების მომსახურება.
მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ ფინანსურ მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ფინანსური დაგეგმვისა და კონტროლის პროცესების მართვა;
- სამშენებლო პროექტების ბიუჯეტების დაგეგმვა, მონიტორინგი და შესრულების კონტროლი;
- ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ანალიზისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;
- აუდიტორებთან თანამშრომლობა და აუდიტის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი;
- კომპანიის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
- ბანკებთან ურთიერთობა და საბანკო საკითხების კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ფინანსების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- ფინანსური დაგეგმვისა და პროგნოზირების პრაქტიკული გამოცდილება;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ფინანსური პრინციპებისა და სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა;
- ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- ფინანსურ მონაცემებთან მაღალი სიზუსტით მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
- სამშენებლო პროექტების ფინანსური მართვის მიმართულებით;
- სამშენებლო პროექტების ბიუჯეტირებისა და ხარჯების კონტროლის მიმართულებით;
- სამშენებლო და სარემონტო მასალების მოლის/საცალო სავაჭრო ობიექტის ფინანსური მართვის მიმართულებით მუშაობა.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს დიზაინ მოლის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე.