ფინანსური დირექტორი — Georgian Airlines

Georgian Airlines — ლოგო
Georgian Airlines

ფინანსური დირექტორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ა/კ "საქართველოს ავიახაზები" "Georgian Airlines" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ფინანსური საქმიანობის სრული მართვა, კოორდინაცია და კონტროლი;
  • ფინანსური პროცესების ეფექტური ორგანიზება და გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
  • საბუღალტრო, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის პროცესების კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ფინანსური ანგარიშგებების, ანალიზებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების კონტროლი;
  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობის მონიტორინგი და ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
  • ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი და ფინანსური ოპერაციების მართვა;
  • საბანკო ოპერაციებისა და ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და მართვა;
  • საგადასახადო ვალდებულებების შესრულების პროცესის კონტროლი;
  • აუდიტის პროცესების კოორდინაცია და აუდიტორებთან თანამშრომლობა;
  • ფინანსური დეპარტამენტის საქმიანობის ხელმძღვანელობა და თანამშრომლების კოორდინაცია;
  • ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • ფინანსურ სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგებისა და კონტროლის პროცესების მართვის გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ფინანსური აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, ინტერნეტბანკი);
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
  • გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი;
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.

ხელფასი:

მდებარეობა:

გრაფიკი:

ბენეფიტები:

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ