ფინანსური დირექტორი
Agrofix Georgia აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის (CFO) პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: არასრული/ნახევარი
სამუშაო ადგილი: თბილისი, იუსტიციის სახლის მიმდებარედ (შესაძლებელია ნახევრად ჰიბრიდული რეჟიმიც)
პოზიციის მიზანი: კომპანიის ფინანსური მდგრადობის, ფულადი ნაკადების (Cash Flow) ეფექტიანი მართვა, აგრო-რისკების დაზღვევა/შემცირება, ინვესტიციების (ტექნიკა, მიწა, ინფრასტრუქტურა) ოპტიმიზაცია და სახელმწიფო/საერთაშორისო გრანტებისა და აგრო-კრედიტების მართვა.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- ფულადი ნაკადებისა (Cash Flow) და კაპიტალის მართვა
- აგროსექტორისთვის დამახასიათებელი ციკლურობისა და სეზონურობის გათვალისწინებით საბრუნავი კაპიტალის დაგეგმვა (დარგვის/მოსავლის აღების პერიოდში მაღალი გასავლების და რეალიზაციის პერიოდში შემოსავლების მართვა).
- ფულადი ნაკადების დეფიციტის თავიდან აცილება არასეზონურ პერიოდებში.
- მარაგების (სასუქები, საწვავი, პესტიციდები, მზა პროდუქცია) თვითღირებულებისა და საბრუნავი სიჩქარის ფინანსური კონტროლი.
- აგრო-დაფინანსება, გრანტები და სახელმწიფო პროგრამები
- სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტებისა და სუბსიდიების (მაგ. "შეღავათიანი აგროკრედიტი", "დანერგე მომავალი" და ა.შ.) ეფექტიანი ათვისება და მართვა.
- საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან (IFC, EBRD, FAO, USAID და ა.შ.) ურთიერთობა, საგრანტო/ინვესტიციების პროექტების მომზადება და რეპორტინგი.
- აგრო-სესხების სტრუქტურირება კომერციულ ბანკებთან.
- წარმოების თვითღირებულების ანალიზი და კალკულაცია (Cost Accounting)
- კულტურების/პროდუქტების ჭრილში ერთეულის თვითღირებულების (Cost per Hectare / Cost per Ton) ზუსტი კალკულაცია და კონტროლი.
- ტექნიკის, საწვავის, სასუქების, სამუშაო ძალისა და ირიგაციის ხარჯების ანალიზი და ოპტიმიზაცია.
- მოსავლიანობის (Yield) ფინანსური ეფექტიანობის შეფასება.
- ბიუჯეტირება, პროგნოზირება და ფინანსური მოდელირება
- საოპერაციო და კაპიტალური (CAPEX) ბიუჯეტების მომზადება (ახალი ბაღების გაშენება).
- ბუნებრივი/კლიმატური ფაქტორებისა და ფასების მერყეობის გათვალისწინებით სცენარული ფინანსური მოდელების (Best/Worst/Base Case) შექმნა.
- აგრო-რისკების მართვა და დაზღვევა
- კლიმატური (სეტყვა, ყინვა, გვალვა) და საბაზრო რისკების შეფასება.
- აგრო-დაზღვევის პორტფელის მართვა და სადაზღვევო კომპანიებთან ოპტიმალური პირობების შეთანხმება.
- პროდუქციის სარეალიზაციო ფასების მერყეობის რისკების მართვა.
- ფინანსური აღრიცხვა, რეპორტინგი და საგადასახადო ოპტიმიზაცია
- სოფლის მეურნეობის სექტორისთვის მოქმედი საგადასახადო შეღავათების მაქსიმალური გამოყენება და კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
- მმართველობითი და ფინანსური ანგარიშგებების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება - უმაღლესი განათლება ფინანსებში ან/და ეკონომიკაში
- გამოცდილება - მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება საფინანსო სექტორში. მათ შორის, სასურველია, 2-3 წლიანი გამოცდილება აგრო ან მომიჯნავე სექტორში.
- სპეციფიკური ცოდნა - აგრო-სესხების, სახელმწიფო სუბსიდიების, საგრანტო პროექტებისა და აგრო-დაზღვევის მექანიზმების სიღრმისეული ცოდნა.
- ტექნიკური უნარები - რთული ფინანსური მოდელირება Excel-ში.
- ენების ცოდნა - ქართული ენის გამართულად ცოდნა, ინგლისური (B2), სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად.