ფინანსური დეპარტამენტის უფროსი — Lion Trans

Lion Trans

ფინანსური დეპარტამენტის უფროსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "Lion Trans" საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 2008 წლიდან წარმატებით ოპერირებს აშშ-დან ტვირთების გადაზიდვის სფეროში. მრავალწლიანი გამოცდილებისა და სრული ლიცენზირების საფუძველზე, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხო, სწრაფ და ეფექტურ ლოგისტიკურ მომსახურებას.

Lion Trans-ის საერთაშორისო ქსელი და ფოთში მდებარე სტრატეგიული ტერმინალი უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებასა და მნიშვნელოვან კავშირს ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის.

ვაკანსია: ფინანსური დეპარტამენტის უფროსი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00სთ

დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულები: ბიუჯეტირების, რეპორტინგის და ანალიტიკის განყოფილება, ბუღალტერია, ფინანსური ოპერაციების ჯგუფი, შესყიდვების განყოფილება.

პოზიციის აღწერა და ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფინანსური დეპარტამენტის, დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებისა და ფინანსური მართვის პროცესების ხელმძღვანელობა, საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება და შესრულების მონიტორინგი.
  • კომპანიის ფინანსური სტრატეგიის, ფინანსური პოლიტიკის, ბიუჯეტირების მეთოდოლოგიის, შიდა კონტროლის მექანიზმებისა და ფინანსური მართვის სტანდარტების შემუშავება და დანერგვა.
  • მენეჯმენტისთვის ბიზნეს-პარტნიორის როლის შესრულება, ფინანსური ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღების მხარდაჭერა.
  • ERP სისტემის დანერგვის პროექტის მართვა, ფინანსური და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის ხელშეწყობა, მონაცემთა სტანდარტიზაციისა და სისტემური ინტეგრაციის უზრუნველყოფა.
  • წლიური, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ფინანსური დაგეგმვის, ბიუჯეტირების, Forecast-ისა და ბიზნეს პროგნოზირების პროცესების მართვა.
  • მენეჯერული, ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების სისტემის განვითარება, KPI-ებისა და Dashboard-ების დანერგვა და მენეჯმენტისთვის რეგულარული ანგარიშგების უზრუნველყოფა.
  • კომპანიის ლიკვიდობის, ფულადი ნაკადების, საბანკო ურთიერთობებისა და ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვა.
  • საინვესტიციო პროექტების, ახალი ბიზნეს ინიციატივებისა და კომერციული პროექტების ფინანსური შეფასება, ფინანსური მოდელირება და მომგებიანობის ანალიზი.
  • კომპანიის ხარჯვითი სტრუქტურის ანალიზი, ეფექტიანობის ზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის ინიციატივების იდენტიფიცირება და განხორციელების კონტროლი.
  • ფინანსური, საგადასახადო, საოპერაციო და შესაბამისობის რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მართვა.
  • შიდა და გარე აუდიტის პროცესების კოორდინაცია, ფინანსური კონტროლის გარემოს გაძლიერება და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • შესყიდვების პოლიტიკის, დამტკიცების ლიმიტებისა და ფინანსური კონტროლის მექანიზმების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი.
  • შვილობილი კომპანიების ფინანსური საქმიანობის, ანგარიშგებისა და ფინანსური სტანდარტების ზედამხედველობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტერიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
  • ფინანსების მართვის სფეროში არანაკლებ 7-10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • სასურველია მრავალკომპანიან, ჰოლდინგურ ან სწრაფად მზარდ ბიზნეს გარემოში მუშაობის გამოცდილება.
  • ფინანსური დაგეგმვის, ბიუჯეტირების, მენეჯერული აღრიცხვის, ფინანსური ანალიზის და საგადასახადო სისტემის სიღრმისეული ცოდნა (სასურველია პრაქტიკული გამოცდილება).
  • ERP სისტემების დანერგვის ან ERP პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • BI ინსტრუმენტებთან (Power BI, Looker Studio ან სხვა) მუშაობის გამოცდილება.
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა (სავალდებულოა).

პიროვნული და ლიდერული უნარები:

  • სტრატეგიული აზროვნება, ბიზნესის ხედვა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
  • ლიდერობის, მოლაპარაკებების, გუნდების მართვისა და ცვლილებების მართვის ძლიერი უნარები.
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნილზე ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!