ფინანსური ანალიტიკოსი- რუსთავი — Construction Service

Construction Service — ლოგო
Construction Service

ფინანსური ანალიტიკოსი- რუსთავი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია "Construction Service" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებისა და შედეგების პერიოდული ანალიზი;
  • ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშგებების მომზადება;
  • დაგეგმილი და ფაქტობრივი შედეგების შედარება და გადახრების ანალიზი;
  • სამშენებლო პროექტების ხარჯებისა და მომგებიანობის ანალიზი;
  • პროექტების ბიუჯეტების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
  • საოპერაციო ხარჯებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი;
  • წლიური ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა და მისი შესრულების კონტროლი;
  • ფინანსური მოდელებისა და პროგნოზების მომზადება;
  • ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი;
  • ფინანსური შედეგებისა და ანალიზის მენეჯმენტისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით;
  • ფინანსური ანალიტიკოსის, ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის, ფინანსური კონტროლის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (ფინანსური ფუნქციების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება)
  • ფინანსური ანგარიშგებებისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების ცოდნა;
  • ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ფინანსური ანალიზის საფუძვლების ცოდნა;
  • ფინანსური მოდელირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პოზიციისთვის მნიშვნელოვანი უნარები:

  • ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი სიზუსტე და ორგანიზებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა.

ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებათ.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს"Construction service`დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.

გისურვებთ წარმატებას!