ფინანსური ანალიტიკოსი — მაღაზიათა ქსელი გვირილა

მაღაზიათა ქსელი გვირილა

ფინანსური ანალიტიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "გვირილა" საქართველოს რითეილ ბაზარზე გამოჩნდა 2022 წლის ოქტომბრის თვეში და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 355 ობიექტით არის წარმოდგენილი; მისი მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანია დინამიურად ვითარდება და გაფართოებასთან ერთად გუნდის ახალ წევრებს იმატებს, რომელთაც ჯანსაღ სამუშაო გარემოს, კარიერასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას სთავაზობს.

შპს "გვირილა რითეილის" მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

  • კომერციული შესყიდვების მონაცემების ანალიზი და კონტროლი;
  • RS.Ge-ზე ასახული ყოველთვიური კომერციული შესყიდვების მონაცემების შედარება კომპანიის ERP/სააღრიცხვო პროგრამასთან;
  • კომერციული პირობების (ფასები, ფასდაკლებები, ბონუსები და სხვა შეთანხმებები) საფუძველზე შესაბამისი პირობების და კორექტირებების გამოთვლა;
  • კომერციული პირობების შესრულების, მონიტორინგი და ანალიზი;
  • ფინანსური და კომერციული მონაცემებს შორის შეუსაბამობის გამოვლენა, ანალიზი და დროული კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • ბუღალტერიასთან კოორდინაცია მონაცემების სწორი ასახვისა და დოკუმენტაციის შეთანხმების მიზნით;
  • საჭირო კორექტირებების სისტემაში დროულად ასახვისა და შესრულების მონიტორინგი;
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია კომერციული და ფინანსური შეუსაბამობების, კრედიტ-ნოტების, ფასობრივი სხვაობებისა და სხვა კომერციული საკითხების შეთანხმებისა და დროული მოგვარების მიზნით;
  • პერიოდული ანალიტიკური ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
  • მონაცემთან სიზუსტისა და შიდა კონტროლის პროცესების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

  • განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ან შესაბამის სფეროში;
  • საცალო ვაჭრობის, შესყიდვების, ფინანსური ან კომერციული ანალიზის მიმართულებით გამოცდილება;
  • Excel-ის ცოდნა, ცოდნის უწყვეტი განვითარებისა და პროფესიული ზრდის მოტივაცია;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის კარგი უნარები.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
  • კომფორტულ და მეგობრულ გუნდს;
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ვარკეთილის მეურნეობა, ახ.მელაშვილის ქ N2 (სათავო ოფისი)

ანაზღაურება: შეთანხმებით