ფინანსური ანალიტიკოსი — საგა იმპექსი

საგა იმპექსი

ფინანსური ანალიტიკოსი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"საგა იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, უზნაძის 78

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე;

ანაზღაურება: 1200 ლარიდან

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მოგება ზარალის, ბალანსის და ფულადი სახსრების უწყისის მომზადება;
  • ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღება და ყოველთვიური შედარება ფაქტობრივ და დაბიუჯეტირებულ მონაცემებს შორის;
  • დებიტორ-კრედიტორების ანგარიშგების და დავალიანებების კონტროლი;
  • ფინანსური გუნდის მხარდაჭერა და კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • ფინანსურ სფეროში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
  • ACCA - პირველი დონის ცოდნა
  • ბუღალტერიის საბაზისო დონეზე ცოდნა და ბრუნვითი უწყისის წაკითხვის უნარი;
  • MS Excel-ის ცოდნა მაღალ სამუშაო დონეზე.

პიროვნული უნარ-თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

რას გთავაზობთ

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, კომუნიკაბელურ და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, ჯანმრთელობის დაზღვევას, კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, გამოცდილების მიღებას ძალიან საინტერესო და სპეციფიკურ ინდუსტრიაში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!