ფინანსური ანალიტიკოსი — პალიტრა ჰოლდინგი

პალიტრა ჰოლდინგი

ფინანსური ანალიტიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

პალიტრა ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:30სთ;

ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (ინდივიდუალური, კონსოლიდირებული)
  • ფინანსური მონაცემების შეგროვება, ანალიზი და ინტერპრეტაცია;
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის;
  • კომპანიის შემოსავლების, ხარჯებისა და მოგების დეტალური ანალიზი;
  • ფინანსური პროგნოზების და ბიუჯეტების მომზადება;
  • მიმდინარე ეკონომიკური და საბაზრო ტენდენციების კვლევა და მათი გავლენის შეფასება კომპანიის ფინანსებზე;
  • საინვესტიციო პროექტების ფინანსური ეფექტიანობის ანალიზი;
  • ფინანსური მაჩვენებლების შედარება ინდუსტრიულ საშუალო მაჩვენებლებთან;
  • რისკების იდენტიფიკაცია და შეფასება ფინანსური პერსპექტივიდან;
  • რეკომენდაციების მიცემა ხარჯების შემცირებასა და შემოსავლების ზრდაზე;
  • შიდა ფინანსური კონტროლის მექანიზმების შეფასება და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება;
  • ფინანსური აუდიტის მონიტორინგი და ჩართულობა;
  • სააღრიცხვო პოლიტიკის შესრულების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით;
  • აუცილებელია ფინანსური ანალიტიკოსის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ფინანსური ანალიზის, ბიუჯეტირების, ფინანსური მოდელირებისა და ანგარიშგების პრაქტიკული გამოცდილება;
  • ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებისა და საბუღალტრო პრინციპების ცოდნა;
  • სასურველია აუდიტორად მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

  • ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის, გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინიციატივიანობა, პროფესიული ეთიკა და განვითარების სურვილი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 29 ივლისი.