ფინანსური ანალიტიკოსი — EBIT Group

EBIT Group — ლოგო
EBIT Group

ფინანსური ანალიტიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჰოლდინგური კომპანია "ებიტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

პოზიცია განკუთვნილია კანდიდატებისთვის, რომლებსაც აქვთ ფინანსური ანალიზის ან ფინანსური მართვის სფეროში პრაქტიკული გამოცდილება და სურთ პროფესიული განვითარება ბიზნესის ფინანსური მართვის მიმართულებით.

"ებიტ ჯგუფი" არის ლიდერი საკონსულტაციო ჯგუფი ფინანსების მართვის მიმართულებით.

ჩვენ უზრუნველყოფთ კომპანიების მომგებიანობის ზრდას, კომპანიების ფინანსურ სტაბილურობას, ვქმნით კომპანიის საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მოდელებს და ვნერგავთ კონტროლისა და მართვის საერთაშორისო მეთოდებს. ვემუშავებით 10-ზე მეტ ბიზნესს სექტორს და ვუზიარებთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას. ჩვენი მთავარი მისიაა ბიზნეს-კომპანიების ფინანსური სტაბილურობისა და მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლების უზრუნველყოფა მდგრადი განვითარებისთვის. ჩვენ შევქმენით ფინანსების მართვის მაღალკვალიფიციური სტანდარტი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ თანამშრომლების სწავლებასა და განვითარებაზე, რათა მაქსიმალურად სწრაფად მიაღწიონ იმ ნიშნულს, რასაც ჰქვია "ექსპერტი ფინანსურ საკითხებში".

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლიენტი კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი, მენეჯერული ანგარიშგებების მომზადება და შედეგების შეფასება;
  • ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების განსაზღვრა, მონიტორინგი და შედეგების შეფასება;
  • ფინანსური პროგნოზების, სცენარების ანალიზისა და ფინანსური მოდელების შემუშავება ბიზნესისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად;
  • ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა, ფაქტობრივი და დაგეგმილი შედეგების შედარებითი ანალიზი, გადახრების მიზეზების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების მომზადება;
  • ფულადი ნაკადების დაგეგმვისა და ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვის პროცესებში ჩართულობა;
  • ბიზნესისა და საინვესტიციო პროექტების ფინანსურ შეფასებაში მონაწილეობა;
  • სხვადასხვა დანიშნულების ანალიტიკური ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება;
  • კლიენტ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, ანალიზის შედეგებისა და რეკომენდაციების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანალიზის, ფინანსური მართვის მიმართულებით;
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა და მონაცემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • განვითარებული რაოდენობრივი და მათემატიკური უნარები;
  • ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • პროფესიული განვითარებისა და ახალი ცოდნის მუდმივად გაღრმავების მოტივაცია;
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი, მათ შორის ფინანსური ინფორმაციისა და ანალიტიკური დასკვნების გასაგებად და არგუმენტირებულად წარდგენის უნარი სხვადასხვა აუდიტორიისთვის.

სამუშაო გრაფიკი: საოფისე

სამუშაო დღეები: ორშაბათი- პარასკევი

რას გთავაზობთ:

  • მრავალ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებას — სხვადასხვა სექტორის ფინანსურ პროცესებთან შეხება მოგცემთ უნიკალურ პრაქტიკულ ცოდნას, რომლის მიღებაც ტრადიციულ გარემოში ბევრად მეტ დროს მოითხოვს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას — IFRS სტანდარტების სრულ სასწავლო პროგრამას და კომპანიის შიდა ტრენინგებსა და საგანმანათლებლო კურსებს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას — ანალიტიკური როლიდან მენეჯერულ პოზიციებზე გადასვლის მკაფიო და დაჩქარებულ განვითარების გზას.

განცხადებები მიიღება 2026 წლის 7 ივლისის ჩათვლით.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ