ფინანსური ანალიტიკოსი — ზედაზენი 2012

ზედაზენი 2012 — ლოგო
ზედაზენი 2012

ფინანსური ანალიტიკოსი

შეთანხმებით ახალი მცხეთა · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია ზედაზენი 2012 აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო

განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის შემოსავლის, მომგებიანობის, საოპერაციო ხარჯების მონიტორინგი და ბიუჯეტთან გადახრების ანალიზი;
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება;
  • წლიური ბიუჯეტის მომზადების პროცესში ჩართულობა;
  • ყოველთვიური ბონუსების გაანგარიშება;
  • სხვადასხვა სახის რეპორტის მომზადება დეპარტამენტების საჭიროებიდან გამომდინარე;
  • საოპერაციო ანალიტიკისა და სხვა კონკრეტული საკითხების ფინანსური შესწავლისათვის ინფორმაციის მოძიება, შეჯამება, ფინანსური/სტატისტიკური დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან სხვა ტექნიკურ დარგში;
  • არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეპორტინგის, ანალიზის, და/ან აუდიტის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური B2 დონე;
  • ERP, Power BI სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული მახასიათებლები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პროცესების ოპტიმიზაციის უნარი;
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • ტრანსპორტირება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება.

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • უფასო კვება
  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფა