ფინანსური ანალიტიკოსი — ფინანსური ლაბორატორია

ფინანსური ლაბორატორია

ფინანსური ანალიტიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენ, საკონსულტაციო კომპანია, "ფინანსური ლაბორატორია", მომხმარებლებს ვთავაზობთ მაქსიმალურად მათ ბიზნესზე მორგებულ როგორც ერთჯერად კონსულტაციებს, ასევე ცალკეული ფინანსური მიმართულების სერვისებსა და სრული ფინანსური დეპარტამეტის აუთსორსინგს.

გვაქვს მუშაობის გამოცდილება ისეთი ინდუსტრიებისთვის, როგორიცაა FMCG, საკონსულტაციო კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, სტამბები, უნივერსიტეტები, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, და სხვა; ასევე წარმატებით დავასრულეთ პროექტები, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებისათვის British American Tobacco, EBRD, და Mckinsey განხორციელდა.

"ფინანსური ლაბორატორია" ეძებს ფინანსურ ანალიტიკოსს:

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი

სამუშაო ადგილი: თბილისი

პიროვნული თვისებები:

  • კარგი ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ბიზნეს ერთეულების ფინანსური და საოპერაციო ანგარიშგებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე კონსოლიდირება და (მ.შ. IFRS სტანდარტებით) ანგარიშგების მომზადება;
  • სხვადასხვა ანალიტიკური ანგარიშგებისა და შეფასებების მომზადება მენეჯმენტისთვის, რათა გაუმჯობესდეს კომპანიის სამუშაო მახასიათებლები და მომგებიანობა. ამით ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებების მიღებას;
  • კომპანიის მასშტაბით ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა / კოორდინაცია და ანალიტიკა;
  • ტენდენციების იდენტიფიცირება, კომპანიისთვის რჩევის მიცემა და სწორი ანალიზის საფუძველზე ქმედებების რეკომენდაცია;
  • ანგარიშგების პროცესის და ამისთვის გამოსაყენებელი ინსტრუმენტების შემუშავება და მუდმივად დახვეწა;
  • სხვა ფინანსური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი:

  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით;
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მონაცემთა ანალიზისა და პროგნოზირების მეთოდების სიღრმისეული ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება 40+ ასაკის კანდიდატებს.

გამოცდილების კატეგორია: საშუალო დონის მენეჯერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შერჩევა შედგება რამდენიმე ეტაპისგან:

I ეტაპი: რეზიუმეების გადარჩევა

II ეტაპი: სატელეფონო გასაუბრება

III ეტაპი: გასაუბრება კომპანიის მმართველ პარტნიორებთან

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ