ფინანსური ანალიტიკოსი
"ფორსაით ინვესტმენტ გრუპ" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.
ლოკაცია: მარშალ გელოვანის გამზ. 52, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ძირითადი მოვალეობები:
- ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი;
- ბიუჯეტირებისა და ფინანსური პროგნოზირების პროცესში მონაწილეობა;
- ფაქტობრივი და საბიუჯეტო მაჩვენებლების შედარება და გადახრების ანალიზი;
- ფულადი ნაკადების მონიტორინგი;
- ბენეფიციარი კომპანიების ანალიზი და ფინანსური მოდელირება;
- ფინანსური ბაზრებისა და ფინანსური ინსტრუმენტების კვლევა;
- ხელმძღვანელობისთვის ანალიტიკური ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
- აუდიტორებთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულებით;
- მინიმუმ 1 წლის სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანალიზის, აუდიტის ან ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- ანალიტიკური აზროვნება, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს:
- "დიდი ოთხეულის" ან სხვა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- ACCA-ს პროგრამით სწავლის მიმდინარე პროცესი ან ჩაბარებული გამოცდები;
- საფინანსო სექტორში (ბანკი, საბროკერო კომპანია, საინვესტიციო ფონდი) მუშაობის გამოცდილება.