ფინანსური ანალიტიკოსი — Construction Service

samushao.ge
Construction Service — ლოგო
Construction Service

ფინანსური ანალიტიკოსი

შეთანხმებით ახალი რუსთავი · ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია „Construction Service“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებისა და შედეგების პერიოდული ანალიზი;
  • ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშგებების მომზადება;
  • დაგეგმილი და ფაქტობრივი შედეგების შედარება და გადახრების ანალიზი;
  • სამშენებლო პროექტების ხარჯებისა და მომგებიანობის ანალიზი;
  • პროექტების ბიუჯეტების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
  • საოპერაციო ხარჯებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი;
  • წლიური ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა და მისი შესრულების კონტროლი;
  • ფინანსური მოდელებისა და პროგნოზების მომზადება;
  • ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი;
  • ფინანსური შედეგებისა და ანალიზის მენეჯმენტისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით;
  • ფინანსური ანალიტიკოსის, ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის, ფინანსური კონტროლის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (ფინანსური ფუნქციების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება)
  • ფინანსური ანგარიშგებებისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების ცოდნა;
  • ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ფინანსური ანალიზის საფუძვლების ცოდნა;
  • ფინანსური მოდელირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პოზიციისთვის მნიშვნელოვანი უნარები:

  • ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი სიზუსტე და ორგანიზებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ