FINA-ს ოპერატორი
აზიური სწრაფი კვების რესტორნების ქსელი აცხადებს ვაკანსიას FINA-ს ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- FINA-ს პროგრამაში მუშაობა — მენიუს მართვა, კერძების, ფასებისა და კალკულაციების დამატება/რედაქტირება;
- რესტორნების სალაროების ნაშთისა და სალაროებზე განხორციელებული ოპერაციების ყოველდღიური კონტროლი;
- მოლარე-ოპერატორებთან კომუნიკაცია, მათი მხარდაჭერა და საჭირო საკითხების ოპერატიულად მოგვარება;
- Delivery პლატფორმების (Glovo/Wolt) მართვა — მენიუსა და ფასების ცვლილება, ფასდაკლებებისა და აქციების ჩართვა/გამორთვა Delivery პლატფორმის მენეჯერთან შეთანხმებით;
- Delivery შეკვეთებთან დაკავშირებული ჯარიმებისა და ჩამოჭრილი თანხების ყოველდღიური კონტროლი;
- თვის ბოლოს შესაბამისი რეპორტების მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში საბანკო გადარიცხვების განხორციელება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული, პოზიციის ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- FINA-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება — სავალდებულოა;
- კვების/რესტორნების სფეროში მუშაობის გამოცდილება — სასურველია;
- სალარო ოპერაციებთან მუშაობის გამოცდილება — სასურველია;
- Excel-ის ცოდნა — სასურველია;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და ოპერატიულობა;
- გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
Glovo/Wolt-ის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება სავალდებულო არ არის — საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო პროცესში შეგასწავლით.
თუ ხარ პასუხისმგებლიანი, დეტალების მიმართ ყურადღებიანი და გაქვს FINA-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, გელოდებით ჩვენს გუნდში.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- ანაზღაურება: შეთანხმებით