Fina-ს ადმინისტრატორი — საირმის საცხობი

საირმის საცხობი — ლოგო
საირმის საცხობი

Fina-ს ადმინისტრატორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
"საირმის საცხობი" 2012 წლიდან დიდი სიყვარულით ზრუნავს ერთგულ მომხმარებელზე და სთავაზობს ჯანსაღ, ნატურალურ და გამორჩეულად გემრიელ პროდუქტს. ჩვენი მთავარი სიამაყე და უმაღლესი ხარისხის უცვლელი გარანტია საირმის ეკოლოგიურად სუფთა, რეკრეაციული ფერმიდან მიღებული ნატურალური ნედლეული და საირმის ბუნებრივი წყაროების უნიკალური წყალია.

დღეს "საირმის საცხობი" აერთიანებს მომხმარებლისთვის საყვარელ კაფეების ქსელსა და პურ-ფუნთუშეულის ცენტრალიზებულ საწარმოს საირმეში.

ჩვენი გუნდის გაფართოებასთან ერთად, ვეძებთ ენერგიულ და გამოცდილ წევრს Fina-ს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამის ადმინისტრირება: FINA-ს პროგრამის მართვა, მომხმარებლების უფლებების კონტროლი და სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** სასაქონლო ზედნადებები: შემოსული და გასული სასაქონლო ზედნადებების (RS.GE) მიღება, კონტროლი და პროგრამაში ასახვა;
** ინვენტარიზაციის მართვა: ფილიალების სუპერვაიზერებისთვის ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა, ინსტრუქტაჟი, მიმდინარეობის კონტროლი და შედეგების ანალიზი/პროგრამული დახურვა;
** წარმოების კონტროლი: წარმოების პროცესების პროგრამული მონიტორინგი, ნედლეულის ჩამოწერებისა და მზა პროდუქციის მიღების სისწორის შემოწმება;
** რეცეპტურის მართვა: პროგრამაში ახალი რეცეპტების (კალკულაციების) დამატება, არსებულის კორექტირება და თვითღირებულების კონტროლი;
** ფინანსური და მატერიალური კონტროლი: დანაკარგების, ნაშთებისა და ხარჯების მუდმივი მონიტორინგი, შეუსაბამობების აღმოჩენა და რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);
** წარმოების, კალკულაციებისა და საწყობის ლოგიკის სიღრმისეული ცოდნა;
** RS.GE-სთან (შემოსავლების სამსახურის პორტალი) მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel-ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდის მართვისა და კოორდინაციის უნარი (ფილიალებთან და სუპერვაიზერებთან მუშაობისთვის);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის მენეჯმენტი.

რას გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** დღის მანძილზე ერთჯერად უფასო კვებას.

სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული.
მდებარეობა: თბილისი